ისტორიასაზოგადოებაკულტურასაქართველო

სამეგრელოში არქეოლოგებმა საბერძნეთიდან იმპორტიებული თიხის ნაწარმი აღმოაჩინეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მაჩხომერის გორის შესწავლა მიმდინარეობს. აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით, ძეგლი მეექვსე საუკუნეს განეკუთვნება.

მაჩხომერის გორაზე დიდი არქიტეტურული კომპლექსია აღმოჩენილი, რომელიც გალავნის, კოშკებისა და სხვადასხვა ნაგებობისგან შედგება. ამჟამად ერთ-ერთი ნაგებობის გათხრები მიმდინარეობს. რაც შეეხება არტეფაქტებს, აღმოჩენილია ბერძნულწარწერიანი ქვის ფილები, აკლდამა, 26 მინის ჭურჭელი, აგრეთვე, მარმარილოს ფილა, რომელზეც ორი მტრედი და ჯვარია გამოსახული.

არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეშიც.

„ცვანეს დიდ დიხაგუძუბაში ანტიკური ხანის ფენის და შუაბრინჯაოს ხანის ხის კონსტრუქციების შესწავლა მიმდინარეობს. აღმოჩნდა, რომ ამ ადგილას ანტიკური ხანის ხის სამლოცველო არსებობდა, რომელიც თიხით იყო გალესილი, შენობა ძლიერი ხანძრის შედეგად განადგურდა. ამ ადგილზე აღმოჩენილია რკინის და ბრინჯაოს ნივთების ფრაგმენტები, ქვის საფქვავების დეტალები, ქსოვისთვის გამოსაყენებელი ნივთები, მოპოვებულია საბერძნეთის სხვადასხვა ცენტრებიდან იმპორტიებული თიხის ნაწარმები.

სიახლეს წარმოადგენს გათხრების შედეგად აღმოჩენილი იბერიული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც აქამდე კოლხეთის დაბლობზე აღმოჩენილი არ იყო. ცვანეს დიხაგუძუბა წარმოადგენს უნიკალურ ძეგლს, სადაც თითქმის უწყვეტად წარმოდგენილია შუაბრინჯაოს, გვიანბრინჯაოს, ადრეანტიკური და ელინისტური პერიოდების კოლხეთის ისტორიის ამსახველი არტეფაქტები“, – აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

reginfo.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close