მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება
ბრაზილიელმა განგსტერმა ციხიდან გაქცევის მცდელობისას თავი საკუთარ ქალიშვილად გაასაღა (video)
ბრაზილიაში ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერმა კლაუდიო და სილვამ ციხიდან გაქცევა სცადა და ამ მიზნით საკუთარი ქალიშვილის იმიჯი მოირგო. ინფორმაციას THE GUARDIAN-ი ავრცელებს.
ქალიშვილი ციხეში მამის მოსანახულებლად მივიდა. კლაუდიო და სილვამ შვილის ტანსაცმელი ჩაიცვა, სახეზე კი რეზინის ნიღაბი გაიკეთა და ციხის დატოვებას შეეცადა, თუმცა საპატიმროს თანამშრომლებმა იგი გასასვლელთან დააკავეს.
სამართალდამცველები არკვევენ, გაქცევის მცდელობაში რა როლს თამაშობდა თავად და სილვას ქალიშვილი.
კლაუდიო და სილვა ბრაზილიის ერთ-ერთი უდიდესი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში ნარკოტიკებით ვაჭრობას აკონტროლებს. გაქცევის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ პატიმარი სხვა ციხეში გადაიყვანეს, რომელსაც გაძლიერებული დაცვა აქვს. მას დისციპლინურ სანქციებს დაუწესებენ.
კომენტარები