კალათბურთელმა ნარკოტესტზე შეყვარებულის შარდი ჩააბარა, რომლითაც დადგინდა, რომ იგი „ორსულადაა“

ამერიკელმა კალათბურთელმა ნარკოტესტზე შეყვარებულის შარდი მიიტანა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ იგი „ორსულად“ იყო. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.

ოჰაიოს გუნდის ყოფილმა კალათბურთელმა დიჯეი კუპერმა ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა სცადა, თუმცა მისი ნარკოტესტის შედეგით დადგინდა, რომ მან საკუთარის ნაცვლად სხვისი შარდი მიიტანა, რის გამოც საერთაშორისო კონკურსს გამოეთიშა.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ თაღლითობის გამო სპორტსმენს თამაშის უფლება 2020 წლის 20 ივნისამდე შეუჩერა.

imedinews.ge

კომენტარები