ვიდეოკინო/ფილმებიმსოფლიოსაზოგადოება

200-წლიანი მუხა ფილმიდან „გაქცევა შოუშენკიდან“ სუვენირებად დაჭრეს (ვიდეო)

200-წლიანი მუხა ფილმიდან „გაქცევა შოუშენკიდან“ მსახიობებისთვის სუვენირებად დაჭრეს. TMZ-ის ინფორმაციით, სუვენირების შექმნა ფილმის გამოსვლიდან 25-ე წლისთავს უკავშირდება.

თითოეულ სუვენირზე ამოტვიფრულია პერსონაჟის პორტრეტი და მისი ცნობილი ციტატა. სუვენირებს მიიღებენ მთავარი როლების შემსრულებლები, ტიმ რობინსი და მორგან ფრიმენი, ფილმის რეჟისორი ფრენკ დარაბონტი და სხვები.

2017 წელს ოჰაიოს შტატში მდებარე კერძო მიწის ნაკვეთის მფლობელმა დენ დიზმა მუხა მოჭრა, მას შემდეგ რაც ის რამდენჯერმე უამინდობამ დააზიანა – 2016 წელს მუხა ძლიერმა ქარმა წააქცია.

1994 წლიდან მოყოლებული, რაც ფილმი გამოვიდა, მუხასთან ყოველწლიურად ათასობით ტურისტი მიდიოდა.

შოუშენკი ციხის სახელწოდებაა. ფილმის სიუჟეტი მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ვითარდება. წარმატებული ბანკირი ენდი დუფრეინი ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. აქ მის ცოდნას ციხის ნაძირალა ზედამხედველი სათავისოდ იყენებს – მას ბუღალტრად ამუშავებს. მისი კეთილსინდისიერებისა და თავისუფლებისკენ მუდმივი სწრაფვის გამო ციხეში ხანგრძლივი ყოფნის მანძილზე დუფრეინს სხვა პატიმრები დაუმეგობრდებიან, მათ შორის, ხანდაზმული პატიმარი სახელად რედი…

ფილმის სიუჟეტის თანახმად, მთავარი გმირი ენდი დიუფრეინი ციხიდან გაქცევის შემდეგ მუხის ძირში თავისი მეგობრის, რედისთვის წერილს და ფულს ტოვებს. სწორედ ეს ცნობილი მუხა მოჭრეს და სუვენირებად არიგებენ.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close