ფინანსთა მინისტრი: „ლარი წამოვა ქვემოთ და ეს უახლოეს დღეებში მოხდება“
„ლარი წამოვა ქვემოთ და ეს უახლოეს დღეებში მოხდება… ნებისმიერ შემთხვევაში, ჩაერევა თუ არა ეროვნული ბანკი, ლარი გამყარებისკენ სვლას დაიწყებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ქრონიკის“ ეთერში.
მაჭავარიანი იზიარებს პრემიერის შეფასებას, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და ეს მოვლენა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირდება.
„საგანგაშო არაფერია. ლარი გამყარდება და ყველა იყოს მშვიდად. საქართველოში ნებისმიერ ბანკს შეგიძლიათ ჰკითხოთ, მათ იციან, რომ ლარი გამყარდება. ეს იციან უცხოელმა ინვესტორებმა, რომლებმაც საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული სახაზინო ვალდებულებები იყიდეს და ერთ-ერთი რეკორდულად მაღალი მონაწილეობა იყო უცხოელების, რაც ზუსტად იმას მიანიშნებს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც მოვლენებს საღად და პრაგმატულად აფასებენ, იციან, რომ ლარი გამყარდება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა „ქრონიკის“ ეთერში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი ლარის ახალი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება პირველ აგვისტოს 2.9718 ლარი იქნება.
მანამდე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდება ნეგატიური, აჟიოტაჟური ფონის ნორმალიზების შემთხვევაში, თუმცა აღნიშნა, რომ ბერკეტები ეროვნული ბანკის ხელშია.
30 ივლისს, ისტორიაში პირველად, კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ფასი 3 ლარი გახდა.
ამავე თემაზე: ისტორიაში პირველად კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 3 ლარი ღირს
კომენტარები