fbpx
საზოგადოებასაქართველო

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული 18 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ოთხი დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაკარგული 18 წლის ბიჭის ცხედარი მდინარე სტორში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამაშველო-საძიებო ოპერაცია დაასრულა.

„კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანა, რომლითაც 27 ივლისს 12 ადამიანი ქვემო ალვანიდან თუშეთში მიდიოდა, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 23-ე კილომეტრზე, პირველ ჩანჩქერთან ახლოს, გზიდან ხევში გადავარდა. ორმა მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა ხევში გადავარდნამდე მოასწრო, სამიც გადავარდნისას გადმოხტა. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, შვიდი ადამიანი კი სატვირთო მანქანამ დაახლოებით 150 მეტრი სიღრმის ციცაბო ხევში ჩაიყოლა.

ექვსი გარდაცვლილის წყლიდან ამოყვანა პირველივე დღეებში მოხერხდა. შემდეგ ეტაპზე სპეცტექნიკის დახმარებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოიტანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ მყვინთავებიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მდინარე სტორის უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობდა. პარალელურად სამაშველო ჯგუფები კალაპოტის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალურ დათვალიერებას აწარმოებდნენ.

reginfo.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close