საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

31 ივლისს, გამთენიისას ძლიერი მიწისძვრა მოხდა საბერძნეთის უდიდეს კუნძულ კრეტაზე. მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულის მთავარი ქალაქის, ჰერაკლიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 23 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 5,2 ბალი შეადგინა. ბიძგები 66 კილომეტრი რადიუსის ფარგლებში იგრძნობოდა. კუნძულის საგანგებო სიტუაციათა სამსახური მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა ხანძრის ან ნგრევის შემთხვევაში მოსახლეობას სათანადო სამსახური გაუწიოს. ჯერჯერობით რაიმე მატერიალური ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

მსგავს თემაზე: საბერძნეთი მძლავრი მიწისძვრის საფრთხის წინაშე?! – მთავარი სეისმოლოგი გაფრთხილებას იძლევა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close