კრიმინალისაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის პარლამენტის წევრს ყოფილი მმართველი პარტია „სირიზადან“ იმუნიტეტი შეუჩერეს

საბერძნეთის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ამჟამად პარლამენტარი პავლოს პოლაკისი დეპუტატის ხელშეუხებლობით ვეღარ ისარგებლებს, – კოლეგებმა მას იმუნიტეტი შეუჩერეს. გადაწყვეტილებას პარლამენტის 163 წევრი მიემხრო.

კენჭისყრის დროს „სირიზას” დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. მანამდე საკითხი ეთიკის კომიტეტში განიხილეს, კომიტეტმა კი პლენარულ სხდომაზე გაიტანა.

საქმე ის არის, რომ პავლოს პოლაკისი „სირიზას” მმართველობის დროს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. პროკურატურამ მის წინააღმდეგ ორი საქმე აღძრა: მას მუშათა გაერთიანების თავმჯდომარის, სტამატის პულისის მიმართ ცილისწამებასა და სახელის გატეხაში ედება ბრალი. ამას გარდა, ვარაუდობენ, რომ ყოფილმა მინისტრის მოადგილემ უკანონოდ ჩაიწერა საუბარი საბერძნეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, იანის სტურნარასთან.

თავად დეპუტატი პავლოს პოლაკისი ამბობს, რომ ახალი მთავრობის მხრიდან მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close