fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი მძლავრი მიწისძვრის საფრთხის წინაშე?! – მთავარი სეისმოლოგი გაფრთხილებას იძლევა

სეისმოლოგიის პროფესორი, საბერძნეთის გეოდინამიკის ინსტიტუტის დირექტორი აკის ცელენტისი ვარაუდობს, რომ უახლოეს 2-3 კვირაში საბერძნეთში მძლავრი მიწისძვრაა მოსალოდნელი.

რიხტერის სკალით 2-3 ბალის სიმძლავრის დაახლოებით 40-ზე მეტი რყევა დაფიქსირდა პელოპონენსის ჩრდილო-დასავლეთით, ამ რაიონში 13 მაისს აღნიშნული პირველი სეისმოლოგიური აქტიურობის შემდეგ 3 დღეში.

3-მა ყველაზე დიდმა რყევამ რიხტერის სკალით 4,7, 4,3 და 3,9 ბალი შეადგინა, – ასეთია საბერძნეთის გეოდინამიკის ინსტიტუტის მონაცემები. ბიძგები კონცენტრირებულია ზღვის ზონაში, კატაკოლოსიდან და პირგოსიდან დასავლეთით და ამალიადიდან სამხრეთ-დასავლეთით.

როგორც სეისმოლოგმა მაკის ხულიარასმა რადიოინტერვიუში აღნიშნა, ზაკინთოსზე მომხდარი დიდი მიძისძვრის შემდეგ უფრო დიდ რაიონში შეიმჩნევა პოსტსეისმური თანმიმდევრობა – ასეულობით მცირე მიწისძვრა ზღვის ზონაში, უმეტესად, კუნძულის სამხრეთით და სეისმური აქტიურობა ილიის რაიონში. მიწისძვრები ხდება, ძირითადად, ილიის სანაპირო ხაზიდან 10-15 კილომეტრის ზონაში.

„ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ სეისმურ აქტიურობას და მოსახლეობას, რომელიც ევროპის განსაკუთრებით სეისმურ რეგიონში ცხოვრობს, მშვიდი და ადეკვატური რეაგირებისაკენ მოვუწოდებთ. მშენებლობის და საზოგადოებრივი შენობების მდგრადობის მდგომარეობის კონტროლი – ეს არის სერიოზულ სეისმურ მოვლენაზე რეაგირების ერთადერთი საშუალება“, – განაცხადა ხულიარასმა.

გეოდინამიკის ინსტიტუტის დირექტორის, აკის ცელენტისის თქმით კი, „ილიის რაიონში ბოლო დროს აღინიშნება სეისმური „მუხტის დაგროვება“, რის გამოც ექსპერტები რეგიონს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან“.

„პანიკა საჭირო არ არის, თუმცა უნდა მოხდეს სწორი რეაგირება: მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს იმ შენობების მდგრადობა, რომლებშიც ვცხოვრობთ. ამ რაიონში სეისმურ აქტიურობას აფიქსირებს თვითმწერი მოწყობილობა BAN და, მისი მონაცემებიდან გამომდინარე, არსებობს დიდი სეისმური მოვლენის ალბათობა მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში“, – აცხადებს სეისმოლოგიის პროფესორი აკის ცელენტისი.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა სიტუაციაზე მშვიდი რეაგირება უნდა მოხდინონ და უნდა ჰქონდეთ უნარი, მიიღონ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, თუ სეისმურად აქტიურ რეგიონებში ცხოვრობენ.

ნინო ბაჯელიძე

წყარო: http://www.freepen.gr/2019/05/3_50.html

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

დაგაინტერესებთ: ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2019 წლისთვის

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close