რას არ გაიგებ/ფაქტებისხვა

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2019 წლისთვის

მკვლევარებმა გაშიფრეს მე-16 საუკუნის ცნობილი ფრანგი ნათელმხილველის, მიშელ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2019 წლისთვის, –  ამის თაობაზე ბრიტანული გამოცემა DAILY STAR-ი წერს. ტაბლოიდი იმოწმებს ჩანაწერებს, რომლებიც ნოსტრადამუსის 1555 წლით დათარიღებულ „წინასწარმეტყველების“ წიგნშია მოცემული. გამოცემის ცნობით, ჩანაწერებში ნათქვამია, რომ 2019 წელს დაიწყება ომი, რომელიც 27 წელს გაგრძელდება, თუმცა ჩანაწერებში არ არის დაკონკრეტებული, ვინ დაიწყებს საომარ მოქმედებებს.

აგრეთვე, ნახსენებია ტერორიზმის ზრდა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. უბედურებების კერებს შორის სტატიაში მოხსენიებულია ახლო აღმოსავლეთი, სადაც რელიგიური ექსტრემიზმი გაძლიერდება. 2019 წლისთვის მკაფიოდ დამახასიათებელი ნიშანი, აგრეთვე, იქნება მეცნიერების განვითარება. ნოსტრადამუსის მტკიცებით, ადამიანები ცხოველთა ენის გაგებას დაიწყებენ, ექიმები კი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის 200 წლამდე გაზრდის საშუალებას იპოვიან.

„პოლიტიკური ლიდერები მიაღწევენ გადაწყვეტას კლიმატის ცვლილებისთვის, თუმცა ეს ვერ შეაჩერებს მძლავრ მიწისძვრას, რომელიც მოხდება კალიფორნიასა და ვანკუვერის კუნძულს შორის კანადაში“, – ნათქვამია Daily Star-ის მასალაში.

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებს ხშირად უყურებენ ეჭვის თვალით, ზოგიერთი ადამიანი მას თაღლითს უწოდებს, სხვები კი დარწმუნებულები არიან, რომ მან ზუსტად იწინასწარმეტყველა ანრი მეორის (დე ვალუა) სიკვდილი 1559 წელს, 1666 წლის ხანძარი ლონდონში, ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლა და ჯონ კენედის მკვლელობაც კი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close