რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებაnewsსაბერძნეთი

„ამინდი ჭკუიდან შეიშალა“ – ძლიერი სეტყვა ათენში

ნამდვილი ზამთრის პეიზაჟის ნახვა იყო შესაძლებელი დღეს, 17 მაისს ათენში: საბერძნეთის დედაქალაქის ქუჩები თეთრად დაიფარა, ატიკის რამდენიმე რაიონში ძლიერი სეტყვა მოვიდა.

ამინდი, როგორც ჩანს „ჭკუიდან შეიშალა“, – გაიფიქრეს ალბათ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა. უამრავმა ადამიანმა ტელეფონს სტაცა ხელი, რომ ეს უჩვეულო მოვლენა ფოტოზე აღებეჭდა და სოციალურ ქსელში აეტვირთა.

„სეტყვა+წვიმა პირეოსში… და ცოტა მზე“ – ასე დაასათაურა თავისი ფოტო Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

meteo.gr-ის ინფორმაციით, არსებული მეტეოროლოგიური სიტუაცია დღეს გვიან საღამომდე გაგრძელდება და, ძირითადად, პრეფექტურის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებს მოიცავს. ძლიერი ადგილობრივი წვიმისა და სეტყვის გამო ქალქში საცობები წარმოიქმნა.

წყარო: rua.gr

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

მსგავს თემაზე: მეხის ჩამოვარდნის გამო აკროპოლისზე 4 ადამიანი დაშავდა, ძეგლი დროებით დაიკეტა

აფრიკულმა მტვერმა საბერძნეთის დიდი ნაწილი დაფარა – მოქალაქეებს აფრთხილებენ!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close