კრიმინალისაბერძნეთი

რუსმა პატიმარმა ქართველი თანამოსაკნის მკვლელობის მიზეზი დაასახელა

როგორც უკვე ვწერდით ბერძნული მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით, შაბათს, 27 ივლისს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა საბერძნეთის ქალაქ ნიღრიტის ციხეში, სადაც რუსმა პატიმარმა ქართველი თანამოსაკნე ცემით მოკლა. ბერძნული მედია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებს ავრცელებს. კერძოდ, მკვლელის თქმით, ქართველი ხმაურობდა და მას დაძინების საშუალებას არ აძლევდა, რამაც დაპირისპირება და ტრაგიკული შედეგი გამოიწვია.

დაკითხვის დროს მკვლელმა განაცხადა, რომ შელაპარაკება სიტყვიერ შეურაცყოფაში გადაიზარდა, რასაც სასტიკი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. საკანში იმყოფებოდა მესამე პატიმარიც. უცნობია მომხდარში მისი როლი.

გარდაცვლილს აღენიშნებოდა მძიმე დაზიანებები თავისა და კისრის არეში. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება თავად მკვლელიც, რომელსაც მოტეხილობები აქვს. ამჟამად იგი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობენ.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close