საზოგადოებასაბერძნეთი

განმეორებითი მიწისძვრა ათენში: რას ვარაუდობენ სეისმოლოგები

კვირას, 28 ივლისს ათენში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი კვლავინდებურად ქალაქის ჩრდილოეთით, მაღულის რაიონში მდებარეობდა. 19 ივლისის მიწისძვრისგან განსხვავებით ამჯერად რყევები შედარებით სუსტი იყო და სიმძლავრემ რიხტერის სკალით 4,2 ბალი შეადგინა.

გახშირებულმა სეისმურმა აქტივობამ მოსახლეობაში შიშები გააჩინა. ადამიანებს დამანგრეველი მიწისძვრის შესაძლებლობა აფრთხობთ. რამდენად მოსალოდნელია ასეთი სცენარი?

როგორც სეისმოლოგი ვასილის კარასტათისი აღნიშნავს, მთავარი მიწისძვრის შემდეგ განმეორებითი რყევენი ჩვეულებრივი ამბავია, ხოლო მათი სიმძლავრე მუდმივად იკლებს. ამავე დროს, ზოგჯერ აღნიშნული თანმიმდევრობა ირღვევა ხოლმე და ძლიერი მიწისძვრის გამორიცხვა არ შეიძლება.

სეისმოლოგი აკის ცელენტისი უფრო ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს და ძლიერი მიწისძვრის შესაძლებლობას გამორიცხავს.

სეისმური საფრთხის კომისიის წევრის, გერასიმოს პაპადოპულოსის პროგნოზი ნაკლებად ოპტიმისტურია. მისი განცხადებით, განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრის პროგნოზირება რთულია და სანამ სეისმური აქტივობის პროცესი არ დასრულდება, რისკის დონე საკმაოდ მაღალია.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, გუშინდელ მიწისძვრას მატერიალური ზარალი არ გამოუწვევია.

წყარო: https://www.tovima.gr/2019/07/28/society/seismos-stin-athina-ti-ektimoun-oi-seismologoi-gia-ta-42-rixter/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close