კინო/ფილმებიმსოფლიო

ოსკაროსანი მსახიობი კოლეგების ცემის გამო თეატრიდან დაითხოვეს

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ოსკაროსანი ფეი დანაუეი, რომელიც ბროდვეიზე სპექტაკლ TEA AT FIVE-ში ქეთრინ ჰეპბერნის როლს ასრულებდა, თეატრიდან დაითხოვეს. ამის შესახებ NEW YORK POST-ი წერს.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი 78 წლის მსახიობის რთული ხასიათი გახდა. გამოცემის ინფორმაციით, იგი სამსახურში „მტრულ და საშიშ გარემოს“ ქმნიდა, რის გამოც სპექტაკლის სხვა მონაწილეები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ.

გამოცემა, თავის წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ 10 ივლისს დაგეგმილი პრემიერა მას შემდეგ გაუქმდა, რაც დანაუეიმ თეატრის პერსონალს სხვადასხვა ნივთი ესროლა, შემდეგ კი ერთ-ერთ მათგანს ხელი დაარტყა. სპექტაკლის გაუქმების შემდეგ დანაუეიმ კოლეგების შეურაცხყოფა დაიწყო.

ამასთან ერთად, ირკვევა, რომ მსახიობი ხშირად აგვიანებდა რეპეტიციებზე და სცენარის ტექსტს ვერ იმახსოვრებდა, გარდა ამისა, ითხოვდა, რომ რეპეტიციებზე არავის ჩაეცვა თეთრი ფერის ტანსაცმელი, რადგან ეს მას ხელს უშლიდა.

1960-1970-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკელ კინომსახიობს ფეი დანაუეის მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „ბონი და კლაიდი“, „ჩინური კვარტალი“, „ჯია“, „კონდორის სამი დღე“, „ლაურა მარსის თვალები“ და სხვ. ფილმ „სატელევიზიო ქსელში“ (“Network”, 1976 წ.) ჟურნალისტ დაიანა კრისტენსენის როლის შესრულებისთვის კი ფეი დანაუეის „ოსკარი“ მიენიჭა ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“.

კადრი ფილმიდან „სატელევიზიო ქსელი“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close