მოგზაურობამსოფლიო

ამერიკელმა ქალმა ვულკანის კრატერში ჩავარდნილი მეუღლე ამოიყვანა

ამერიკელი მამაკაცი თაფლობის თვის დროს ვულკანის კრატერში ჩავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.

მისი ინფორმაციით, ქორწილის შემდეგ კლეი ჩესტეინი და მისი მეუღლე აკეიმი კუნძულ სენტ-კიტსზე გაემგზავრნენ. მათ ჩამქრალ ვულკან ლიამუიგაზე, საიდანაც ლამაზი ხედი იშლებოდა, ინსტრუქტორების გარეშე ასვლა გადაწყვიტეს.

ვულკანზე ასვლისას კლეის თოკი გაუწყდა და 15 მეტრის სიმაღლიდან კრატერში ჩავარდა, თუმცა, საბედნიეროდ, ბალახზე დაეცა. კაცმა თავის ქალის ტრავმები მიიღო და ნეკნი მოიტეხა, მაგრამ გადარჩა.

აკეიმი კრატერში ჩავიდა, მეუღლე იპოვა და მას ამოსვლაში დაეხმარა. ისინი ერთად მივიდნენ ადგილამდე, სადაც მობილური კავშირი მოქმედებდა და მაშველები გამოიძახეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close