მოგზაურობამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიnews
ბელგიაში სამგზავრო მატარებელი 40-გრადუსიან სიცხეში გვირაბში გაიჭედა
EUROSTAR-ის მატარებელი, რომელშიც ასობით მგზავრი იყო, ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემის გამო 40-გრადუსიან სიცხეში გვირაბში გაიჭედა. ამის შესახებ SUN-ი წერს.
შემთხვევა ბელგიაში, ჰალესა და ტიუბიზის კომუნებს შორის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მწყობრიდან გამოვიდა კონდიციონერები და ვაგონებში ჰაერის ტემპერატურამ 60 გრადუსს მიაღწია. ამის გამო მგზავრები ვაგონებიდან ჩაიყვანეს. ისინი სხვა მატარებელში 2 საათის შემდეგ გადაიყვანეს.
კომენტარები