მსოფლიოnewsსაზოგადოება

ევროპა ანომალიური სიცხის მეორე ტალღამ მოიცვა

ევროპა ანომალიური სიცხის მეორე ტალღამ მოიცვა. „ბიბისის“ ინფორმაციით, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბორდოში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 41,2 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა.

რაც შეეხება საფრანგეთის დედაქალაქს, ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, უახლოეს დღეებში ტემპერატურის მხრივ რეკორდი შესაძლოა, პარიზშიც დამყარდეს. ყველაზე მაღალი ტემპერატურა საფრანგეთის დედაქალაქში 1947 წელს დაფიქსირდა. მაშინ ჰაერის ტემპერატურამ 40,4 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

„ბიბისი“ იუწყება, რომ რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ამ კვირაში ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდება. მათ შორისაა ესპანეთიც, სადაც სარაგოსის რეგიონის ხელისუფლებამ განგაშის წითელი ნიშნული გამოაცხადა. სიცხის ტალღა მოიცავს ბელგიას და ნიდერლანდებსაც.

სპეციალისტების ნაწილი ანომალიურ ტემპერატურას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ რეკორდულად მაღალი სიცხე საერთაშორისო მასშტაბით სულ უფრო ხშირად დაფიქსირდება.

1tv.ge

მსგავს თემაზე: 6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close