საბერძნეთის სანაპიროსთან საკრუიზო გემმა 111 მიგრანტი, მათ შორის, 33 ბავშვი გადაარჩინა

საბერძნეთის სანაპიროსთან საკრუიზო ლაინერმა MARELLA DISCOVERY-მ ბორტზე 111 მიგრანტი აიყვანა, რომელთა შორისაც 33 არასრულწლოვანია. ამის შესახებ საბერძნეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა. ინფორმაციას DEUTSCHE WELLE ავრცელებს.

მიგრანტების გემი იტალიისკენ მიემართებოდა, თუმცა საბერძნეთის კუნძულ პელოპონესიდან 40 საზღვაო მილის დაშორებით ჩაძირვა დაიწყო. არ კონკრეტდება, რომელი ქვეყნის მიგრანტები იმყოფებოდნენ გემზე.

ყველა გადარჩენილი მიგრანტი ქალაქ კალამატის პორტში გადმოსვეს.

მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა ე.წ. ბალკანეთის მარშრუტზე კონტროლი გაამკაცრეს, მიგრანტები იტალიაში მოხვედრას საბერძნეთის ან თურქეთის გავლით, ხმელთაშუა ზღვით ცდილობენ.

21 ივლისს ორგანიზაციამ „ექიმები საზღვრებს გარეშე“ განაცხადა, რომ განაახლებს სამაშველო ღონისძიებებს ხმელთაშუა ზღვაში.

კომენტარები