ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური ქართველი მამაკაცის გული თავისუფალია?

თბილისში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ულამაზესი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი უკვე რამდენიმე თვეა დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არცერთს უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფება, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ.

„ჩემი მე­უღ­ლე ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლია. სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­ვი­ცა­ნი, შემ­დეგ ინ­ტერ­ნე­ტით გვქონ­და მი­მო­წე­რა, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ ვცხოვ­რობ­დი. გა­დავ­წყვი­ტეთ და­ო­ჯა­ხე­ბა. მო­ნატ­რე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ ზოგ­ჯერ და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ეს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ასე­თია სპორ­ტი, ნე­კამ ამის შე­სა­ხებ თა­ვი­დან­ვე იცო­და. გვყავს ვაჟი ლუ­კა­სი, რო­მე­ლიც მინ­და ჩოგ­ბურ­თე­ლი გახ­დეს“, – ამბობდა ჩოგბურთელი ერთ-ერთ ინტერვიუში.


თავის მხრივ, ნეკასაც არაერთხელ უთქვამს, რომ ჩოგბურთელის ცოლობა რთულია. „ძალიან რთულია ჩობურთელის ცოლობა. ეს სპორტი უზარმაზარ შრომას მოითხოვს ნიკასგან. საქართველოში მაქსიმუმი ერთი კვირით ჩამოდის და დასვენება საერთოდ არ აქვს. როცა აქ არის, მაშინაც ვარჯიშობს, ფორმიდან არ უნდა ამოვარდეს“, – ამბობდა ნეკა ერთ-ერთ ინტერვიუში.

როგორც აღმოჩნდა, თავისი რეჟიმიდან გამომდინარე, ნიკა მშობიარობასაც კი ვერ დაესწრო, რასაც ძალიან განიცდიდა.

ამ დროისთვის, ნეკა საქართველოში ცხოვრობს და დროდადრო სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში აქტიურად ჩანს, ნიკოლოზი კი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობს და კარიერული აღმავლობის გზას ადგას.

წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარები