fbpx
საზოგადოებასაქართველოსპორტი

ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი ქართველი სპორტსმენი ავარიას ემსხვერპლა

იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი, ქართველი სპორტსმენი გიორგი დოინჯაშვილი​ ემსხვერპლა.

ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი თა­ვად მარ­თავ­და, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და კლდეს შე­ე­ჯა­ხა. გიორგი სასწრაფო-სამედიცინო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი დოინჯაშვილს, სავარაუდოდ, მანქანის მართვის დროს ჩაეძინა. მანქანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც არაფერი დაშავებიათ. ისინი სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს.

გიორგი დოინჯაშვილი ავტოავარიის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი ერთ-ერთი უცხოელის პირად დამცველად მუშაობდა.

გი­ორ­გი დო­ინ­ჯაშ­ვილ­მა ესპანეთში 2015 წელს გამართულ არ­ნოლდ შვარცნე­გე­რის სახელობის ევ­რო­პის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალზე („სთრონგმენი“) ევ­რო­პის უძ­ლი­ე­რე­სი მამაკაცის ტიტული მოიპოვა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close