ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი ქართველი სპორტსმენი ავარიას ემსხვერპლა
იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი, ქართველი სპორტსმენი გიორგი დოინჯაშვილი ემსხვერპლა.
ავტომობილი, რომელსაც ქართველი სპორტსმენი თავად მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა. გიორგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი დოინჯაშვილს, სავარაუდოდ, მანქანის მართვის დროს ჩაეძინა. მანქანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც არაფერი დაშავებიათ. ისინი სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს.
გიორგი დოინჯაშვილი ავტოავარიის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი ერთ-ერთი უცხოელის პირად დამცველად მუშაობდა.
გიორგი დოინჯაშვილმა ესპანეთში 2015 წელს გამართულ არნოლდ შვარცნეგერის სახელობის ევროპის საერთაშორისო ფესტივალზე („სთრონგმენი“) ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტული მოიპოვა.
კომენტარები