ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური ქართველი მამაკაცის გული თავისუფალია?
თბილისში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ულამაზესი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი უკვე რამდენიმე თვეა დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არცერთს უსაუბრია.
წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფება, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ.
„ჩემი მეუღლე ნეკა დოროყაშვილია. საერთო მეგობრების წრეში გავიცანი, შემდეგ ინტერნეტით გვქონდა მიმოწერა, რადგან საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. გადავწყვიტეთ დაოჯახება. მონატრება რთულია, მაგრამ ზოგჯერ დადებითად მოქმედებს ეს ურთიერთობებზე. ასეთია სპორტი, ნეკამ ამის შესახებ თავიდანვე იცოდა. გვყავს ვაჟი ლუკასი, რომელიც მინდა ჩოგბურთელი გახდეს“, – ამბობდა ჩოგბურთელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
თავის მხრივ, ნეკასაც არაერთხელ უთქვამს, რომ ჩოგბურთელის ცოლობა რთულია. „ძალიან რთულია ჩობურთელის ცოლობა. ეს სპორტი უზარმაზარ შრომას მოითხოვს ნიკასგან. საქართველოში მაქსიმუმი ერთი კვირით ჩამოდის და დასვენება საერთოდ არ აქვს. როცა აქ არის, მაშინაც ვარჯიშობს, ფორმიდან არ უნდა ამოვარდეს“, – ამბობდა ნეკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
როგორც აღმოჩნდა, თავისი რეჟიმიდან გამომდინარე, ნიკა მშობიარობასაც კი ვერ დაესწრო, რასაც ძალიან განიცდიდა.
ამ დროისთვის, ნეკა საქართველოში ცხოვრობს და დროდადრო სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში აქტიურად ჩანს, ნიკოლოზი კი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობს და კარიერული აღმავლობის გზას ადგას.
წყარო: sputnik-georgia.com
კომენტარები