მსოფლიოქართველები უცხოეთშიკულტურა

ზუგდიდელი მომღერალი აშშ-ში „მსოფლიოს ვარსკვლავების“ გამარჯვებული გახდა (ვიდეო)

ზუგდიდელმა მომღერალმა თამარ ლილუაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე „მსოფლიოს ვარსკვლავები“ სამი მედალი მოიპოვა – ორი ოქროს და ერთი ვერცხლის.

„ძალიან გახარებულები ვართ. პროდიუსერებისგან გვაქვს სერიოზული შემოთავაზებები ამერიკაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით”, – წერს მომღერალი ფეისბუკზე.

ფესტივალის ფინალში მხოლოდ ხუთი მომღერალი გავიდა. სულ ღონისძიებაში 66 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილერობდნენ.

„რიბი-რაბოს“ და ანსამბლ „გინცის“ სოლისტმა, ზუგდიდელმა თამარ ლილუაშვილმა აშშ-ში წარმატებას გასულ წელსაც მიაღწია – იგი კონკურს Golden Dream-ის გაიმარჯვებული გახდა და გრან პრიც მოიპოვა.

წყარო: livepress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close