ნიუ-იორკში სიცხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

დაახლოებით 150 მილიონ ადამიანს ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა აწუხებს.

Deutsche Welle-ს ცნობით, ძლიერი სიცხის გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რადგან კლიმატური პირობების გამო, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში გაუქმდა ყველა ღონიძიება, რომლებიც უქმეებზე იყო დაგეგმილი.

გამოცემის ცნობით, ადამიანებს, ძირითადად, ძლიერი სიცხე აშშ-ის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში აწუხებთ. მათ შორის, გაუსაძლისი სიცხეა ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და ვაშინგტონში. ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს.

აშშ-ის ამინდის ეროვნული სასმსახურის (NWS) ცნობით, ძლიერი სიცხე და ტენიანობა სითბურ სტრესს ან მზის დარტყმას იწვევს, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ უსაფრთხოების სპეციალური ზომები დაიცვან.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები