კინო/ფილმებიმსოფლიოხელოვნება

„სამეფო კარის თამაშები“ EMMY-ს 32 ნომინაციაზე წარადგინეს

HBO-ს ყველაზე ცნობილი სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ EMMY-ს დაჯილდოებაზე 32 ნომინაციაში იქნება წარმოდგენილი, რაც ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. ამის შესახებ სააგენტო REUTERS-ი წერს.

ნომინაციების რაოდენობით წინა რეკორდი სერიალ „ნიუ-იორკის პოლიციას“ ეკუთვნოდა, რომელიც 1994 წელს 27 კატეგორიაში იყო წარმოდგენილი.

Amazon Studio-ს სერიალი „საოცარი მისის მეიზელი“ 20 ნომინაციაზე, HBO-ს გადაღებული „ჩერნობილი“ კი – 19 ნომინაციაზე წარადგინეს.

საუკეთესო სატელევიზიო დრამის კატეგორიაში „სამეფო კარის თამაშებთან“ ერთად „ჯობს დაურეკოთ სოლს“ (Better Call Saul), „პირადი მცველი“ (Bodyguard), „ევას მკვლელობისას“(Killing Eve), „ოზარკი“ (Ozark), „პოზა“ (Pose), „ეს ჩვენ ვართ“ (This is Us) და „მემკვიდრეობა“ (Succession) მოხვდნენ.

Emmy-ს დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 22 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close