ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღის განთავსების ადგილების შესახებ ინფორმაცია შემთხვევით გამოქვეყნდა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის ვებგვერდზე შემთხვევით ევროპაში აშშ-ის ბირთვული იარაღის განთავსების ადგილები გამოქვეყნდა.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, კანადელი სენატორის დოკუმენტში ალიანსის ბირთვული შეკავების პოლიტიკის მომავალზე იყო საუბარი, სამხედრო ბაზებზე და იარაღის განთავსების ადგილებზე ინფორმაცია კი მალევე წაიშალა.

ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის ბირთვული შეიარაღება ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში და თურქეთშია განთავსებული.

ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ევროპულ ბაზებზე 150 ერთეული ბირთვული იარაღი ინახება. ანგარიშის საბოლოო ვერსია გასულ კვირას გამოქვეყნდა, სადაც ბირთვული იარაღის განთავსების ადგილები მითითებული არ არის. „ვაშინგტონ პოსტს“ ნატოში განუცხადეს, რომ ეს არ იყო ალიანსის ოფიციალური დოკუმენტი.

კომენტარები