მოგზაურობამსოფლიო

ავიაკატასტროფის შემთხვევაში თვითმფრინავის ყველაზე უსაფრთხო ადგილები დასახელდა

ავიაკომპანია KLM INDIA-მ ავიაკატასტროფის შემთხვევაში თვითმფრინავის ყველაზე სახიფათო და ყველაზე უსაფრთხო ადგილები დაასახელა. ამის შესახებ METRO წერს.

კომპანიის Twitter-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკატასტროფის შემთხვევაში გადარჩენის ყველაზე ნაკლები შანსი სალონის შუა ნაწილში მსხდომ მგზავრებს აქვთ, წინა რიგებში მსხდომი მგზავრების გადარჩენის შანსი მეტია, ყველაზე უსაფრთხო ადგილები კი თვითმფრინავის კუდშია განლაგებული.

ავიაკომპანიის ამ განცხადებამ სოციალურ ქსელში აღშფოთება გამოიწვია. მომხმარებლების ნაწილი ამ ინფორმაციის გამოქვეყნების მიზანშეწონილობაზე საუბრობდა, ნაწილი კი ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ამგვარ „კლასიფიკაციას“ სიცრუეს უწოდებდა.

ამის შემდეგ ავიაკომპანიამ ჩანაწერი წაშალა, ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია კომპანიის თანამშრომლების პირადი მოსაზრება კი არ არის, არამედ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close