„მის მოსკოვი“ ქმარს გაშორდა, რომელიც მალაიზიის მეფე იყო

„მის მოსკოვი“ გაშორდა ქმარს, რომელიც მალაიზიის მეფე იყო. მუჰამედ მეხუთემ და ოქსანა ვოევოდინამ განქორწინების დოკუმენტებს ხელი უკვე მოაწერეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მათი განქორწინება ისლამურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალურია. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს.

ამავე ცნობით, 25 წლის ლამაზმანმა ოქსანა ვოევოდინამ 49 წლის ქმართან დაშორება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ის მეფე აღარაა. ქორწინებამდე კი „მის მოსკოვმა“ ისლამიც კი მიიღო.

მალაიზიას ახლა ახალი მეფე ჰყავს – აბდულა სულთან აჰმად შაჰი.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები