საზოგადოებასაბერძნეთი

ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ათენში რამდენიმე წუთის წინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ცნობილი ხდება, რომ მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის სკალით 5,3 ბალი შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ათენის ჩრდილოეთით, პარნითას მთის მიდამოებში, მაღულას რაიონში მდებარეობდა. რყევები 15 წამის განმავლობაში იგრძნობოდა. დროებით გაითიშა ტელეკომუნიკაცია.

სეისმოლოგ კოსტას პაპაზახოსის თქმით იქნება განმეორებითი რყევები, მაგრამ შედარებით სუსტი.

პირველადი ინფორმაციით, დაზარალდა ერთი ქალი, რომელიც შიშით სახლისგან მოშორების მიზნით გაიქცა და მანქანა დაეჯახა.

საბედნიეროდ, მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია, მატერიალური ზარალი უმნიშვნელოა.

დასავლეთ ატიკის რაიონის თავზე შვეულმფრენი „სუპერ პუმა“ დაფრინავს, რათა სავარაუდო დაზიანებული შენობები აღმოაჩინოს.

მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიცია.

მსგავს თემაზე: საბერძნეთი მძლავრი მიწისძვრის საფრთხის წინაშე?! – მთავარი სეისმოლოგი გაფრთხილებას იძლევა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close