მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

ქვეყანა, სადაც ნარკოტიკებისგან ყველაზე მეტი ადამიანი კვდება

შოტლანდიის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული მონაცემების თანახმად, ეს ქვეყანა ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებლით მსოფლიოში ლიდერია. ამის თაობაზე BBC წერს.  

შოტლანდიაში ნარკოტიკების მოხმარების გამო სულ უფრო მეტი ადამიანი კვდება და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ევროპასა და მსოფლიოში.

გამოცემის ცნობით, 5-მილიონიან შოტლანდიაში 2018 წელს ნარკოტიკების მოხმარებისას დოზის გადაჭარბების შედეგად 1187 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გამო – 1136 ადამიანი.

მსოფლიოში ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლით შოტლანდიის შემდეგ მეორე ადგილზეა ესტონეთი, მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია, მეხუთე ადგილზე კი დიდი ბრიტანეთია.

მსგავს თემაზე: ლონდონში 17 წლის ვუნდერკინდი რუსი მევიოლინე ნარკოტიკ „კელვინ კლაინის“ ჭარბმა დოზამ იმსხვერპლა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close