ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიხელოვნება

ხატია ბუნიათიშვილი საფრანგეთში კვლავ ლიდერია

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საფრანგეთში ლიდერობას არ თმობს – მუსიკოსის ალბომი, რომელშიც მის მიერ შესრულებული შუბერტის ნაწარმოებებია შეტანილი, გაყიდვის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა.

ამჟამად ხატია ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს და გასტროლებს მართავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ქართველი პიანისტი ათი წლის ასაკიდან გამოდის კონცერტებით ევროპაში, რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, ისრაელსა და აშშ-ში.

ხატია ბუნიათიშვილი 1987 წელს დაიბადა თბილისში. ფორტეპიანოზე დაკვრა 3 წლიდან დაიწყო უფროს დასთან, გვანცასთან ერთად, დედის ხელმძღვანელობით. გოგონა ექვსი წლის იყო, როდესაც თბილისში მისი პირველი კონცერტი გაიმართა კამერული ორკესტრის თანხლებით. ხატია ბუნიათიშვილი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.

უნიჭიერესი და მომხიბვლელი ქართველი პიანისტი მუდმივად მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. მას „კლასიკური მუსიკის ბიონსეც“ უწოდეს.

მასზე პაპარაცებიც ხშირად „ნადირობენ“ – ასე მოხვდნენ ფოტოგრაფების ობიექტივში ხატია და ბრიტანელი მსახიობი ორლანდო ბლუმი. ფოტოების გავრცელების შემდეგ ტაბლოიდებმა არ დაახანეს და ბლუმისა და ხატიას რომანის შესახებ დაწერეს.

საფრანგეთის ტელევიზია TF1-მა ხატია ბუნიათიშვილი 2016 წლის საუკეთესო მუსიკოსად აღიარა და ოქროს პრიზი – Q d’Or გადასცა.

უცხოური გამოცემები ხატია ბუნიათიშვილის მიმართ ქებას არ იშურებენ და წერენ, რომ პიანისტს ყველასგან განსხვავებული ხედვა აქვს, თითოეულ ნაწარმოებს თავისებურად აღიქვამს და ასრულებს და მსმენელს მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს.

მანანა ბანძელაძე

მსგავს თემაზე: ხატია ბუნიათიშვილმა ცნობილი ფრანგი მსახიობი პირდაპირ ეთერში ქართულად ააცეკვა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close