სამზარეულო

კიტრი ჟელეში – ზამთრის გასაოცარი ხემსი

ალბათ რამდენნაირად არ მოგიმზადებიათ კიტრი ზამთრისთვის, მაგრამ არის ერთი რეცეპტი, რომელიც ჩვეულებრივ დამარინადებულ კიტრს ექსკლუზიურ დელიკატესად აქცევს. ეს არის კიტრი ჟელეში. თვითონ რეცეპტი საკმაოდ მარტივია, მაგრამ დაგვერწმუნეთ, რომ შედეგი გაგაოცებთ. კიტრი საოცრად ხრაშუნა გამოდის, მარინადი კი ჟელეს სახით უფრო სწრაფად იჭმება, ვიდრე თავად კიტრი.

ასეთი სახით არა მარტო კიტრის, არამედ სხვა ბოსტნეულის შენახვაცაა შესაძლებელი. იგივე კიტრს შეგიძლიათ დაუმატოთ კომიდორი, წიწაკა, ხახვი და სხვა სეზონური ბოსტნეული სხვადასხვა კომბინაციით და შესანიშნავი ასორტი დაამზადოთ.

საჭიროა: 3 კგ კიტრი, 1.5 ლ წყალი, 3 დიდი თავი ხახვი, 5 კბილი ნიორი, 4 ს/კ მარილი, 4 ს/კ შაქარი, 150 გ ძმარი, 4 ს/კ ჟელატინი, სანელებლები (დაფნის ფოთოლი, შავი და სურნელოვანი პილპილის მარცვლები, მიხაკი, კამა) – გემოვნებით.

 

მომზადება: ბოსტნეული გარეცხეთ და დაჭერით სასურველი ფორმის ნაჭრებად.

სუფთა ქილებში ჩააწყვეთ ბოსტნეული ფენა-ფენად.

ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი, შაქარი და სანელებლები. წამოადუღეთ მარილის გადნობამდე. ცალკე თბილ ძმარში გახსენით კარგად ჟელატინი და ქვაბში დაუმატეთ.

მდუღარე მარინადი ჩაასხით ქილებში, დააფარეთ თავსახურები და გაასტერილეთ:

* 1 ლ-იანი ქილები – 40 წთ,

* 0.5 ლ-იანი ქილები – 20 წთ.

შემდეგ თავსახურები კარგად მოუჭირეთ და თბილად შეფუთეთ, ქილების გადატრიალება საჭირო არაა.

სანამ შეჭამთ, წინასწარ 1 სთ-ით ქილა მაცივარში მოათავსეთ.

 

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close