მიგრაციამსოფლიო

ნიუ-იორკში საიმიგრაციო რეიდები ჩატარდა

16 ივლისს დილით ბრუკლინში, „მიდვუდსა“ და „სანსეტ პარკში“, რეიდები ჩატარდა უკანონო იმიგრანტების წინააღმდეგ.

საიმიგრაციო რეიდები აშშ-ის ათ ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკში კვირას, 14 ივლისს დაიწყო. როგორც ცნობილია, სამიზნე ჯგუფში შედიან ის იმიგრანტებიც, რომლებსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა, თუმცა ისინი მაინც რჩებიან ქვეყანაში. დაგეგმილი რეიდების ფარგლებში, საშუალოდ, 2000 უსაბუთო იმიგრანტის დაკავებას ელოდებიან.

რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში, უზენაეს სასამართლოსთან, რეიდების მომხრე და მოწინააღმდეგე ორი მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უსაბუთო იმიგრანტებს და პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას ანთებული სანთლებით დაუპირისპირდნენ. ისმოდა მოწოდებები, საიმიგრაციო ბანაკების დახურვისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ. კონტრაქციაზე კი, რომელიც საპროტესტო აქციის გვერდით მიმდინარეობდა, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები საიმიგრაციო პოლიციას მადლობას უხდიდნენ. ორ აქციას შორის მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის გეგმა წარადგინა. გეგმა ნათესაური და ოჯახური კავშირების ნაცვლად უპირატესობას მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ანიჭებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close