მოგზაურობამსოფლიოპოლიტიკა

ქართველები კარიბის ზღვის კუნძულებზე უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას

გაეროში საქართველოსა და სენტ-კიტსისა და ნევისის მუდმივმა წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა.

შეთანხმება ორდინარული, დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლებას გულისხმობს. შეთანხმება ძალაში შევა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ. მისი ამოქმედების შემდეგ ორივე ქვეყნის მოქალაქეები გათავისუფლდებიან სავიზო ვალდებულებისგან.

​სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაცია კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და მისი მოსახლეობა დაახლოებით 55 ათასს შეადგენს. ქვეყნის მოწყობის სტილი საპარლამენტო დემოკრატია და კონსტიტუციური მონარქიაა.

ქვეყნის დედაქალაქია აღმოსავლეთ კარიბის ტერიტორიაზე უძველესი ქალაქი ბასტერი. ქალაქის მოსახლეობა, გასული წლის მონაცემებით, 14 000 ადამიანია. ბასტერში მდებარეობს ქვეყნის უდიდესი ნავსადგური.​

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close