fbpx
კრიმინალიმსოფლიო

პორტუგალიაში 3 ქართველი დააკავეს

პორტუგალიის პოლიციამ სამი ქართველი დააკავა, რომლებსაც, ადგილობრივი მედიის ცნობით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაფიასთან ჰქონდათ კავშირი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველებმა 5 თვის განმავლობაში, სულ მცირე, 12 სახლი გაქურდეს. ისინი ძირითადად მოქმედებდნენ ქალაქ პორტუსა და მის შემოგარენში, ბრაგასა და ლისაბონში, იპარავდენ ფულს, ოქროსა და ძვირფას აქსესუარებს.

ვილა ნოვა დე გაიაში აღმოჩენილია ოფისიც, სადაც დაკავებულები მაღალი უსაფრთხოების საკეტების გაღებაზე ვარჯიშობდნენ.

ქურდობაში ეჭვმიტანილები პორტოს პოლიციამ დააკავა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close