რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაბერძნეთი

ძაღლი პატრონის გარდაცვალების ადგილს უკვე წელიწად-ნახევარია არ ტოვებს (ვიდეო)

ძალიან ამაღელვებელ ისტორიაზე წერს ბერძნული მედია: ნავპაქტოსში, ერთ-ერთი გზის პირას უკვე წელიწად-ნახევარია ძაღლი ცხოვრობს. რადგან ცხოველი ამ ადგილს არ ტოვებს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მას იქვე თავშესაფარი მოუწყვეს.

საქმე ისაა, რომ წელიწად-ნახევრის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე მისი პატრონი, 40 წლის მამაკაცი დაღუპა ავტოავარიაში. მას შემდეგ ძაღლი იქაურობას არ შორდება.

უამრავმა ადამიანმა სცადა უერთგულესი ძაღლის დაბინავება და მასზე ზრუნვა, მაგრამ ის ყოველთვის ავარიის ადგილას ბრუნდებოდა. ადგილობრივებს, რომლებიც 12 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ, ამ  გასაოცარ ცხოველთან საჭმელი და წყალი მიაქვთ.

primetime.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close