საზოგადოებასაქართველო

მინისტრის მოადგილე ბანერის დაცემას შემთხვევით გადაურჩა (ვიდეო)

ინციდენტი მოხდა ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობის დაწყების გახსნის ცერემონიალზე, სადაც განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე საკუთარი სწრაფი რეაქციის წყალობით გადაურჩა დაშავებას. იგი ლამის უშველებელი სარეკლამო ბანერის ქვეშ მოყვა, რომელზეც მომავალი კამპუსის შენობა იყო გამოსახული – ბანერი მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლისას წაიქცა.

„მართალია, კავკასიის უნივერსიტეტი გვპირდება, რომ სამი წლის შემდეგ კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით, მაგრამ ჯერ მათ „დროშა ვერ დაკიდენ“ და „სარეკლამო ბანერი ვერ გააჩერენ“!“ – წერს edu.aris.ge

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი და სკოლა გაიხსნება. პროექტის თანახმად, 1500 ადილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close