კინო/ფილმები
იტალიური კინოს „უკანასკნელი DIVA“ გარდაიცვალა
მილანში დღეს, 10 ივლისს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრის და კინოს მსახიობი ვალენტინა კორტეზე, რომელსაც თავის სამშობლოში „იტალიური კინოს უკანასკნელი დივა“ უწოდეს.
ვალენტინა კორტეზე 100-ზე მეტ კინოსურათშია გადაღებული. იგი მუშაობდა ისეთ გამოჩენილ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ: მიქალანჯელო ანტონიონი, ვიტორიო გასმანი, ფედერიკო ფელინი, ფრანკო ძეფირელი, ფრანკო როსი, ფრანსუა ტრიუფო და სხვ.
2017 წელს ვენეციის კინოფესტივალზე 94 წლის მსახიობმა წარადგინა ფილმი „Diva“, რომელიც 2012 წელს გამოსული მისი ბიოგრაფიის მოტივებზე გადაიღეს.
მსგავს თემაზე: დიდი იტალიური კინოს „უკანასკნელი იმპერატორი“ გარდაიცვალა
კომენტარები