იტალიამიგრაციასაზოგადოება

იტალიაში ევროპაში მიგრანტთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანაკი დახურეს

იტალიაში, სიცილიის ქალაქ მინეოში ევროპაში მიგრანტთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანაკი დახურეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. კუნძულ სიცილიაზე განთავსებული ბანაკის დახურვას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი პირადად დაესწრო. სწორედ მან მიიღო ბანაკის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ სიცილიაში იმყოფებოდა კოლეგებთან, ჟურნალისტებთან და პოლიციასთან ერთად.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, ბანაკი ძალადობის, პროსტიტუციის და ნარკოტიკების ბუდედ გადაიქცა. ამასთან, მატეო სალვინიმ აღნიშნა, რომ მინეოს ცენტრის დათვალიერების დროს ის ორგანიზებულ მიგრაციას წააწყდა, რის შედეგადაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ იტალიელებს სხვები შეცვლიდნენ.

ბანაკის დახურვამდე იქ მყოფი მიგრანტები კალაბრიის სხვა ბანაკში გადაიყვანეს და ქვეყნის მასშტაბით არსებულ სხვა ცენტრებში გადაანაწილებენ.

ბანაკში, სადაც წარსულში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა იყო განლაგებული. 2014 წლიდან 4100-მდე მიგრანტი იმყოფებოდა.

იტალია ხმელთაშუა ზღვით ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების მთავარი სამიზნეა. ამის გამო ყოველწლიურად იტალიის სანაპიროებს ათობით ათასი მიგრანტი ადგება. მათი დიდი ნაკადის შესაჩერებლად იტალიის ხელისუფლება ჰუმანიტარული გემების მიერ გადარჩენილი მიგრანტების მიღებაზე უარს აცხადებს.

ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას ევროკომისია გამოეხმაურა. ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადარჩენილი მიგრანტების განაწილების დროებით წესებზე უნდა შეთანხმდნენ.

„მიგრაციასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები იტალიის და მალტის საქმე არ უნდა იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სანაპირო აქვთ ხმელთაშუა ზღვაზე“, – განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close