როგორ უნდა დავლიოთ წყალი გასახდომად – მარტივი და ეფექტიანი წყლის „დიეტა“
ამერიკას არ აღმოვაჩენთ, თუ ვიტყვით, რომ წყლის სწორად მიღების რეჟიმი ჰარმონიული ფიგურისა და მთლიანად ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების გარანტია. დიახ, სწორედ წყალი გვეხმარება ჭარბი წონის მოცილებაში, მაშინ როდესაც დიეტების უმრავლესობა უსარგებლოა… მაგრამ თუ ყველაფერი ასეთი მარტივია, რატომ ჰყავს ამ მეთოდს მოწინააღმდეგეები? იმიტომ, რომ უმეტესობამ არ იცის, როგორ უნდა დალიოს სწორად წყალი გასახდომად.
ამისთვის სულაც არაა აუცილებელი, 2-2.5 ლ სითხე მივიღოთ დღეში. იმის ცოდნაც საკმარისია, თუ რა ინგრედიენტები უნდა დავუმატოთ ჭიქაში, რომ ზედმეტი კილოგრამები მოვიცილოთ.
თაფლი
ეს საკმაოდ კალორიული პროდუქტი გახდომის უამრავ პროგრამაში გვხვდება. ის ამდიდრებს უჯრედებს ანტიოქსიდანტებით, დიდი ხნით ანაყრებს ადამიანს, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და წიდები გამოაქვს ორგანიზმიდან. რა უნდა ვიცოდეთ? უბრალოდ, გახსენით 1 ჩ/კ თაფლი ოთახის ტემპერატურის წყალში და ყოველ დილით, უზმოზე მიირთვით. თუ საღამოს, ძილის წინ დაუმატებთ თაფლს წყალს და დილით დალევთ, კიდევ უკეთესი.
ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმრიანი წყალი ამცირებს მიღებული პროდუქტების კალორიულობას, ებრძვის შიმშილის გრძნობას, აწესრიგებს გლუკოზის დონეს. მთავარია, არ გადააჭარბოთ და ზომიერად მოიხმაროთ.
პიტნა
იცით თუ არა, რომ პიტნიანი წყალი გახდომაში გვეხმარება? აადუღეთ 3 ჭიქა წყალი, დაუმატეთ პიტნის რამდენიმე ტოტი და 15 წთ დააყენეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ თითო ჭიქა მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად.
ლიმონი
ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი 1 ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ საუზმემდე 45 წთ-ით ადრე. თუ ამას 2 კვირის განმავლობაში გაიმეორებთ, 2 კგ-ს დაიკლებთ.
კოჭა
გაასუფთავეთ 20 გ კოჭა (ჯანჯაფილი), დაასხით ცივი წყალი და 20 წთ-ის განმავლობაში წყლის აბაზანაზე შეათბეთ. 24 სთ-ის შემდეგ თითო ჩაის კოვზი ნაყენი დაუმატეთ წყალს ან ნებისმიერ წვენს, რომელსაც დღის განმავლობაში მიიღებთ.
მოამზადა კირა კარიაულმა
ნახეთ. აგრეთვე, როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგგენლები
კომენტარები