ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტები
სტამბოლში ბიჭმა ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი დაიჭირა (ვიდეო)
17 წლის ბიჭმა მრავალსართულიანი შენობიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი ბავშვი დაიჭირა და სიკვდილს გადაარჩინა. ინციდენტი სტამბოლში მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.
ორი წლის სირიელი დოჰა მუჰამედი მეორე სართულის ფანჯრიდან მაშინ გადავარდა, როდესაც მისი დედა სამზარეულოში იყო.
მოზარდმა ბავშვი დაინახა და დროულად დაიჭირა. 2 წლის გოგონას ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.
სტამბოლელ თინეიჯერს ინტერნეტსივრცეში „გმირს“ უწოდებენ.
მსგავს თემაზე: არალეგალ იმიგრანტს, რომელმაც პატარა ბავშვი გადაარჩინა, საფრანგეთის მოქალაქეობას მისცემენ
კომენტარები