ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტები

სტამბოლში ბიჭმა ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი დაიჭირა (ვიდეო)

17 წლის ბიჭმა მრავალსართულიანი შენობიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი ბავშვი დაიჭირა და სიკვდილს გადაარჩინა. ინციდენტი სტამბოლში მოხდა. ამის შესახებ BBC წერს

ორი წლის სირიელი დოჰა მუჰამედი მეორე სართულის ფანჯრიდან მაშინ გადავარდა, როდესაც მისი დედა სამზარეულოში იყო.

მოზარდმა ბავშვი დაინახა და დროულად დაიჭირა. 2 წლის გოგონას ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

სტამბოლელ თინეიჯერს ინტერნეტსივრცეში „გმირს“ უწოდებენ.

მსგავს თემაზე: არალეგალ იმიგრანტს, რომელმაც პატარა ბავშვი გადაარჩინა, საფრანგეთის მოქალაქეობას მისცემენ

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close