fbpx
პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

„ქართუ“ აქციის დაშლისას დაშავებული 7 პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს დაფარავს

თბილისში, პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებულთა საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს ფონდი „ქართუ“ დაფარავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად სტამბოლში მკურნალობს აქციის დროს დაშავებული ერთი პოლიციელი, რომელსაც თვალის პრობლემა აქვს, მისი მხედველობა უარესდებოდა. ასევე სტამბოლში გაემგზავრება კიდევ ერთი პოლიციელი.

მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტი მკურნალობს და ამავე კლინიკაში სამკურნალოდ დღეს ერთი პაციენტი გაემგზავრება, 3 დაშავებული კი ისრაელის კლინიკაში იმკურნალებს. ისინი ისრაელში უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close