რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე ერთ დღეს, 10 წუთის ინტერვალით გარდაიცვალნენ

25 ივნისს, 78 წლის ასაკ­ში, გარ­და­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი, დრა­მა­ტურ­გი, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი. ამ ტრა­გი­კულ ამ­ბავს რე­ჟი­სო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ძალიან მალე მე­ო­რე ტრაგედია მოჰ­ყვა – 10 წუთში გუ­ლის შე­ტე­ვით სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, მა­ნა­ნა ჭე­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი თე­ატ­რის, „რუს­თა­ვე­ლის 19“-ის მსა­ხი­ო­ბი სოფო მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ემ­შვი­დო­ბე­ბა თავის მას­წავ­ლე­ბელ­სა და მის მე­უღ­ლეს:

„მინ­და სევ­დი­ა­ნი, მაგ­რამ სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია მო­გიყ­ვეთ სიყ­ვა­რულ­ზე… ალ­ბათ წიგნ­ში თუ წა­გი­კი­თხავთ, ან ფილმში გი­ნა­ხავთ მსგავ­სი სიყ­ვა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც გა­ცო­ცხლებს და გკლავს, გრძნო­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მდი­და­რია ემო­ცი­ე­ბით და გრძნო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლას არ შე­უძ­ლია, მი­თ უ­მე­ტეს ისე, რო­გორც ეს ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ შეძ­ლო! სულ ამ­ბობ­და, სან­დროს გა­რე­შე ვერ ვი­ცო­ცხლე­ბო, ჰოდა ვერ იცო­ცხლა!!! 10 წუ­თიც ვერ გაძ­ლო… დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეხლა ისევ ერ­თად ხართ, ისევ ისე გიყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი! მიყ­ვარ­ხართ მე თქვენ!“

რეჟისორის სახელს უკავშირდება ახალგაზრდული თეატრ-სტუდია „მეტეხის თეატრის“ დაფუძნება, რომელსაც 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა; 1995 წელს დააარსა თეატრი „ძველი სახლი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში.

2004 წელს სანდრო მრევლიშვილის ინიციატივით და მისი პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“, 2014 წელს კი დააარსა თეატრი „რუსთაველის 19“, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.

სანდრო მრევლიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი და არაერთი წიგნის ავტორი იყო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები