კინო/ფილმებიხელოვნებასაქართველო

ზურა პირველი ლონდონის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

EURASIEN CREATIVE GUILD (LONDON)-ის კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიან ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი ქართველ მსახიობს ზურა პირველს მიანიჭეს. კინოფესტივალი ლონდონში 6-10 ივნისს ჩატარდა. ქართველმა მსახიობმა პრიზი ფრანგულ-ქართული პროექტისთვის BEHIND THE DOORS („კარს მიღმა“) მიიღო.

ფილმის მთავარი გმირი, მხატვარი ფრედერიკი პატიმარია გაურკვეველი ეპოქის გაურკვეველ ქვეყანაში. მის გვერდით საკანში მუნჯი მუსიკოსია (უხილავი პერსონაჟი). ფრედერიკი დაბრკოლებების მიუხედავად საკნის კედელზე თავის ოცნებას ხატავს თავისუფლებაზე… ფილმის რეჟისორია ნიკა ქურდაძე, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს (აღსანიშნავია, რომ ნიკა ქურდაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, „შანსის“ რედაქტორის, ბონდო ქურდაძის ვაჟია. ბონდო ქურდაძე წლებია ოჯახით, მეუღლესა და 3 შვილთან ერთად – ნიკას გარდა მას კიდევ 2 ქალიშვილი ჰყავს – საფრანგეთში, პარიზში ცხოვრობს პოლიტიკური დევნილის სტატუსით).

ფილმის გადაღებები 2017 წლის ზაფხულში პარიზსა და სან კადოში მიმდინარეობდა.

ქართველი მსახიობი ზურა პირველი 14 წელზე მეტია, პოლონეთში ცხოვრობს და მუშაობს. 2017-2018 წლებში იგი საფრანგეთში მიწვევით თამაშობდა სპექტაკლებში.

„ევრაზიის შემოქმედებითი გილდია“ 2019 წლამდე ლონდონში ფოტო- და ლიტერატურულ კონკურსებს ატარებდა. კინოფესტივალი წელს პირველად გაიმართა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close