პირველი ევროპელი, რომლის ქონებამაც 100 მლრდ დოლარს გადააჭარბა

„კომერსანტის“ ფოტო
აქამდე მსოფლიოში ორი ადამიანის ქონება აჭარბებდა 100 მილიარდ დოლარს: AMAZON-ის დამფუძნებლის, ჯფ ბეზოსის 119 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივით და MICROSOFT-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის 107 მილიარდი აშშ დოლარით; ორივე ამერიკელია და მათ თავიანთი ბიზნესი შეერთებულ შტატებში დაიწყეს.

ახლა კი „100-მილიარდერთა სიას“ მესამეც მიემატა – 70 წლის ფრანგი მაგნატი, ინვესტორი და ხელოვნების კოლექციონერი ბერნარ არნო. ლუქს ბრენდების ჯგუფის, Louis Vuitton Moet Hennessy/LVMH-ის მფლობელის ქონებამ, Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, 100,1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

ბლუმბერგის შეფასებით, არნოს ქონება საფრანგეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3%-ია.

მსგავს თემაზე: მილიარდერთა რეიტინგი: ბიძინა ივანიშვილის ქონება, „ფორბსის“ შეფასებით, შარშანდელთან შედარებით 300 მილიონით გაიზარდა

„ფორბსი“: „ნუტელას მეფე“ ჯოვანი ფერერო ყველაზე მდიდარი იტალიელია

კომენტარები