fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

ათენში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა

საგარეუბნო მატარებელი მგზავრებით სავსე ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევა დღეს, 21 ივნისს, დილის საათებში მოხდა ათენის ერთ-ერთ რაიონში – ლიოსიაში, დედაქალაქის ცენტრის სიახლოვეს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.

B12 რეისის ავტობუსი სარკინიგზო გადასასვლელზე გადადიოდა, თუმცა მძღოლმა წინ წასვლა ვეღარ შეძლო, რადგან საცობში აღმოჩნდა და სატრანსპორტო საშუალება გადასასვლელზე გაიჭედა.

თვითმხილველთა თქმით, ელექტრომატარებლის მძღოლმა თავის სავალ გზაზე გაჩერებული ავტობუსი შორიდანვე დაინახა და ხმამაღლა უსიგნალებდა, თან სიჩქარეს უკლებდა. მემანქანემ მატარებელის დამუხრუჭება მოახერხა, თუმცა ავტობუსის უკანა ნაწილს მაინც დაარტყა, საბედნიეროდ, არც ისე ძლიერად.

პოლიციელების და მედპერსონალის თქმით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიცია ავარიის მიზეზებს იკვლევს.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: ვენეციაში საკრუიზო ლაინერი ნავსადგურს დაეჯახა – არიან დაშავებულები (ვიდეო)

ავტოსაგზაო შემთხვევა კავალაში 

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close