მოგზაურობამსოფლიოიტალიასაზოგადოება

ვენეციაში საკრუიზო ლაინერი ნავსადგურს დაეჯახა – არიან დაშავებულები (ვიდეო)

5 ადამიანი დაშავდა საკრუიზო ლაინერ MSC OPERA-ს ნავმისადგომთან შეჯახების შედეგად. შემთხვევა ვენეციაში, ჯუდეკის არხში 2 ივნისს დილით მოხდა. ინფორმაციას „ასოშიეიტედ პრესი“/АР ავრცელებს.

ლაინერი სამგზავრო ტერმინალში უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ ტექნიკური პრობლემის გამო ნავმისადგომს რამდენჯერმე შეეჯახა და იქვე მდგომი სასეირნო ხომალდიც დააზიანა.

შეჯახების მომენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ლაინერი MSC Opera 2004 წელს შეიქმნა. მას 2675 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close