იტალიაკრიმინალიკრიმინალი

ალტამურაში (ბარი) ორი ქართველი დანაშაულის ადგილზე დააკავეს

იტალიის ქალაქ ალტამურაში (ბარი, აპულიის რეგიონი) 2 ქართველი დააკავეს, რომლებიც ოფისების გაძარცვას ცდილობდნენ. შემთხვევა გუშინ, 3 ივნისს, გამთენიისას მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ქართველი ქურდები ალტამურაში, ბარის ქუჩაზე მდებარე ორი ოფისის (სადაზღვევო კომპანია Alleanza და BCE-ს ბიურო) საკეტის გახსნას ცდილობდნენ სპეციალური გამღები მოწყობილობით, ხმაური მეზობლებმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.

მძარცველებმა კარაბინერებს, რომლებიც მათ დანაშაულის ადგილზე თავს წაადგნენ, წინააღმდეგობა გაუწიეს და გაქცევას შეეცადნენ. ამ დროს ძლიერი დარტყმის შედეგად ერთ-ერთი კარაბინერი დაეცა და ხერხემლის დახურული ტრავმა მიიღო. მის მკურნალობას ერთი თვე დასჭირდება.

საქართველოს მოქალაქე 37 და 38 წლის ორი მამაკაცი, რომლებიც დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს, ბარის მოსამართლის გადაწყვეტილებით, კარცერში მოათავსეს. მათ ადვოკატი მარკო ვინოლა იცავს. საქმე დაჩქარებულ რეჟიმში განიხილება. მოსამართლემ განხილვა მომავალი სამშაბათისთვის, 11 ივნისისთვის ჩანიშნა.

წყარო: lagazzettadelmezzogiorno.it

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close