იტალიური ოჯახები ყოველ ბავშვზე თვეში 200-300 ევროს მიიღებენ

იტალიის ოჯახის საქმეთა სამინისტრომ წამოაყენა წინადადება, ოჯახებისთვის ყველა სახის მატერიალური შემწეობა ერთ დახმარებაში გაერთიანდეს, – ამის თაობაზე AGNEZIA ITALIA-სთან ინტერვიუში მინისტრმა ლორენცო ფონტანამ განაცხადა.  

წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, მომავალი დედის ფეხმძიმობის მე-7 თვიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ოჯახი სახელმწიფოსგან მიიღებს დახმარებას 200-იდან 300 ევრომდე თვეში თითოეულ ბავშვზე. ეს და სამინისტროს მიერ შემუშავებული სხვა ზომები საშუალებას მოგვცემს, ვებრძოლოთ შობადობის უკიდურესად დაბალ დონეს (ყოველწლიურად შობადობა იტალიაში სტაბილურად იკლებს 3%-ით – რედ.), რომელიც უკვე არა მარტო დემოგრაფიული, არამედ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემაც ხდება, – განაცხადა ფონტანამ.

მსგავს თემაზე:

იტალიაში შობადობა ყოველწლიურად 3 პროცენტით იკლებს

იტალიის მოსახლეობა სულ უფრო სწრაფად ბერდება

კომენტარები